ვემზადებით ამერიკასთან ახალი სანქციების შესახებ საუბრისთვის; მოვითხოვთ, უპირობო და სრულ ცეცხლის შეწყვეტას | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დღეს განვიხილეთ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ახალი გადაწყვეტილების მომზადება. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ზეწოლა რუსეთის გავლენის ქსელებზე, ასევე მათ ყველა საწარმოო და სავაჭრო ოპერაციაზე. ჩვენ ვცდილობთ, უკრაინის სანქციები მაქსიმალურად სინქრონიზებული იყოს ევროპაში ყველასთან, რათა ეს იყოს საერთო პოზიცია და უკვე გვაქვს კარგი შედეგები. მათ შორის, დახურული რუსული წარმოებები, რომლებიც მუშაობდნენ  თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

ჩვენ ასევე ვემზადებით ამერიკასთან ახალი სანქციების შესახებ საუბრისთვის - ჩვენ ვირჩევთ ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს რუსეთში, რომლებიც ყველაზე მეტად წაახალისებს მოსკოვს დიპლომატიისკენ. მათ უნდა გადადგან მკაფიო ნაბიჯები ომის დასასრულებლად და ჩვენ მოვითხოვთ, რომ უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი. რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს. ახლა ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ მათი აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მართლები არიან, რომ შეშფოთებულნი არიან. "

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი