Telegram არხებზე გავრცელებული ცნობებით, ხარკოვსა და დნიპროზე რუსული დრონებით თავდასხმაა და ორივე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით, აფეთქებები რამდენიმე რაიონში მოხდა, ერთ-ერთგან კი წინასწარი ცნობებით, სამი ადამიანი დაშავდა.
როგორც მონიტორინგის არხები იუწყებიან, ბოლო ოცი წუთის განმავლობაში, დნიპროში ათზე მეტი დრონი დაფიქსირდა. ზოგიერთი მათგანი, ბოლო ინფორმაციით, უკვე ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.