თბილისში, ბორჯომის სადგურის რკინიგზის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ხანძრის ამსახველი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებული. ხანძარი იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია განლაგებული.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ 112-ში არ შესულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.