შვედეთის ქალაქ უფსალაში, სროლა იყო, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელი ადგილიდან სკუტერით მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ. პოლიციას ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაკეტილი აქვს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლა სილამაზის სალონთან მოხდა. დანაშაულის მოტივი და თავდამსხმელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.