კლინიკა "ჰელსიკორი" სადგურის მოედანზე გაჩენილ ხანძართან და მის გამო პაციენტების ევაკუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც კლინიკის განცხადებაშია აღნიშნული, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ.
"ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. ამ ეტაპზე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. გეგმური პროცედურები რაც დღეს იყო დაგეგმილი არ ჩატარდება", - წერია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ე.წ ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია