საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები ცოტა ხნის წინ საიტზე Stopcov.ge განახლდა.
87 წლის პაციენტი ქუთაისში, კლინიკა ჰოსპიტალსერვისში მკურნალობდა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ტარიელ კუხიანიძის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს კატასტროფის სამსახურმა ჩხობაძის კლინიკიდან შეიყვანა:
მას ჰქონდა ფილტვების მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე, ამიტომ შემხებლობაში მყოფი პერსონალი თავიდანვე იყო დაცული. კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იყო არატრანსპორტირებადი, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი. პაციენტი არის 87 წლის, მას ჰქონდა ბევრი თანმხლები დაავადება"-აცხადებს ტარიელ კუხიანიძე.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 54-ია, დღე-ღამის განმავლობაში კი - 4.
ცნობისთვის, დღეს, 5 ოქტომბერს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.