პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს

გამოქვეყნდა:

პაკისტანის დაზვერვის ინფორმაციით, ინდოეთი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში გეგმავს. შესაბამისი განცხადება პაკისტანის ინფორმაციის მინისტრმა, ათაულა თარარიმ ვიდეო მიმართვის დროს გააკეთა.

"პაკისტანს აქვს სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ინდოეთი პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის წამოწყებას მომდევნო 24-36 საათში აპირებს, ფაჰალგამის ინციდენტთან დაკავშირებულ უსაფუძვლო და გამოგონილ ბრალდებებზე დაყრდნობით", - თქვა თარარმა.

თარარმა საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და აღნიშნა, რომ პაკისტანი ინდოეთის სამხედრო მოქმედებებს პასუხს გასცემს და რეგიონში დაწყებულ "ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ ინდოეთი იქნება".

შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის თითქმის 80 წელია გრძელდება. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავაა. კონფლიქტის პერიოდში იყო სამი ომი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი