ინდოეთში, ქალაქ კალკუტას ერთ-ერთ სასტუმროში, გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია. დაახლოებით ათეულმა ადამიანმა დამწვრობა მიიღო და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ხანძრის გაჩენის დროს სასტუმროში სულ 88 ვიზიტორი იყო. დაღუპულების ნაწილი ფანჯრებიდან გადმოხტა, რათა ცეცხლს გაჰქცეოდნენ. ამასთან, მაშველებმა იმ მოქალაქეების გადარჩენა შეძლეს, რომელმაც თავი სასტუმროს სახურავს შეაფარეს - რამდენიმე ადამიანი ოთახებიდანაც გამოიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.