ეგეოსის ზღვაში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:36 საათზე დაფიქსირდა, ხოლო ბიძგები თურქეთში, მუგლას და დათჩას ქალაქებში იგრძნობოდა.
ბიძგების ეპიცენტრი მიწის ქვეშ, 14.57 კილომეტრის სიღრმეზე, საბერძნეთიდან 51 კილომეტრში მდებარეობდა.