არ ვიცი, რამდენად რამე არის მისალოცი, როცა ვუყურებთ, რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები; ის დისკრედიტაცია რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მინდა მივულოცო ჩვენი თავდაცვის ძალებს დღევანდელი დღე, თავდაცვის ძალების დღე. არ ვიცი, რამდენად რამე არის მისალოცი , როცა ჩვენ ვუყურებთ რა დღეშია ჩვენი თავდაცვის ძალები. ერთის მხრივ, ის დისკრედიტაცია  და შეურაცხყოფა რაც მოუწყვეს ე.წ. კომისიაში; მეორეს მხრივ ის და შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ჩვენთვის და მომავლისთვის ის ფაქტი, რომ დღევანდელ დღეს აღარ ტარდება რაც ერთი ის საერთაშორისო წვრთნები , რითაც ჩვენი ჯარები ამდენი ხანი , ბოლო წლებში ვითარდებოდა და მისი სტანდარტების ამაღლება ამაზე იყო დამოკიდებული. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი მთელი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენობა, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი შინაგანი დამოუკიდებლობაც ბევრად დამოკიდებულია იმაზე, რა დღეში არის ჩვენი თავდაცვის ძალები."

განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი