სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხარეს მებრძოლი 600 ჩრდილო კორეელი დაიღუპა. დაზვერვამ საერთო ჯამში, ფხენიანის დანაკარგები 4700-მდე შეაფასა, ანუ, მათი მონაცემებით, ომში 4 ათასზე მეტი ჩრდილო კორეელი სამხედრო დაიჭრა.
სამხრეთ კორეის დაზვერვა ჩრდილოეთ კორეის კონტინგენტის საერთო რაოდენობას 15 ათასად აფასებს. ოფიციალური სეულის მონაცემებითვე, წლის დასაწყისიდან რუსეთში მყოფი დაახლოებით 2 ათასი ჯარისკაცი დაბრუნდა ჩრდილოეთ კორეაში. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაღუპული ჩრდილოეთ კორეელების ცხედრებს კურსკის რეგიონში წვავდნენ, შემდეგ კი მათი ფერფლი ჩრდილოეთ კორეაში გადაჰქონდათ.
სამხრეთ კორეის დაზვერვას ჯერ არ აღმოუჩენია ჩრდილოეთ კორეის ჯარების ახალი ჯგუფის განლაგების ნიშნები, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ ეს შეიძლება მოხდეს.
რამდენიმე დღის წინ, როგორც მოსკოვმა, ასევე ფხენიანმა ოფიციალურად აღიარეს, რომ ჩრდილო კორეელი სამხედროები მონაწილეობდნენ უკრაინული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში, კურსკის რეგიონში.