"ყალბი "ქართული ოცნების" რეჟიმი სძულს ამერიკას და პრეზიდენტ ტრამპს. ის ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის. საკმარისია! ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს."
წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა მის მიერ სტივ კოენთან ერთად ინიცირებულ MEGOBARI აქტს მომავალ კვირას განიხილავს. სავარაუდოდ, იქნება კანონპროექტის კენჭისყრაც
MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად, "ოცნების" წევრებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.