აშშ მზადაა დღეს, შუადღისას, ხელი მოაწეროს მინერალური რესურსების შეთანხმებას | სკოტ ბესენტი

გამოქვეყნდა:

რა ეტაპზეა მინერალურ რესურსებზე უკრაინა-აშშ-ის შეთანხმება, ამის შესახებ დონალდ ტრამპს მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი 100 დღის აღსანიშნავი კაბინეტის სხდომაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს. ტრამპმა კითხვა ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან გადაამისამართა, რომელმაც განაცხადა რომ ამერიკული მხარე შეთანხმების ხელმოსაწერად მზადაა.

"ჩვენი მხარე მზადაა დღეს შუადღისას ხელი მოაწეროს შეთანხმებას, თუ  მზად იქნება." -  განაცხადა ბესენტმა. ბესენტის თქმით, მეორე მხარემ გუშინ ღამით გადაწყვიტა შეთანხმებაში "ბოლო წუთის ცვლილებების" შეტანა. "ჩვენი მხრიდან ცვლილებები არ ყოფილა, ეს იგივე შეთანხმებაა, რომელზეც შაბათ-კვირას შევთანხმდით ,"- განაცხადა ბესენტმა.

ტრამპის განცხადებით, ამერიკელების ყოფნა უკრაინულ ობიექტებზე ქვეყნის უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედებს.

"უკრაინის მინერალური რესურსების მოპოვების ობიექტებზე ამერიკელების ყოფნა უზრუნველყოფს, რომ ახლოს "ცუდი მოთამაშეები“ არ იქნებიან," - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ის პუტინს დათმობაზე წასვლას აიძულებს.

"პუტინი ძალიან ჭკვიანი და ცბიერი ადამიანია, მაგრამ მე უკრაინის ომის დასასრულებლად დათმობებზე წასვლას ვაიძულებ"

არსებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში გაემგზავრა შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. მას შემდეგ, რაც მინერალურ საკითხებზე შეთანხმებას ვაშინგტონში მოაწერენ ხელს,  ჩარჩო-ხელშეკრულების რატიფიცირება უკრაინის პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი