მედია: სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, დღეს, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

მედიის ცნობით, "პროგრესული იურისტების ასოციაციის" (ÇHD) სტამბოლის ფილიალმა განაცხადა, რომ დაკავებულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა და რომ მათ შორის ცხრა ადვოკატია, რომელთაგან ზოგიერთი ორგანიზაციის წევრია. 

პირველი მაისის წინ ქალაქში საგანგებო ზომები შემოიღეს. სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ დილის 5 საათიდან შეზღუდვები დააწესა, მათ შორის გადაიკეტა გზები და პოლიციის მობილიზაცია გამოცხადდა. 

ასევე, დღესასწაულის წინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი