იაპონიაში გველმა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობის პარალიზება მოახდინა

გამოქვეყნდა:

იაპონიაში, ტოკიოსა და ოსაკას შორის ყველაზე დატვირთულ ხაზზე ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც ელექტროსადენებში გველი გაიხლართა.

ერთი მეტრის სიგრძის გველი ელექტროგადამცემ ხაზს შემოეხვია, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად გველი მოკვდა.

ინციდენტი მაიბარასა და გიფუ-ჰაშიმას სადგურებს შორის ოთხშაბათს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე მოხდა.

მგზავრების თქმით, მატარებლებს ელექტროენერგია ჰქონდა, მათ შორის განათება და კონდიცირება, თუმცა თავად მატარებლები არ მოძრაობდნენ.

მატარებლების მოძრაობა დაახლოებით საღამოს 7 საათისთვის აღდგა.

იაპონიაში ე.წ. „ოქროს კვირა“ აღინიშნება, რომელიც ერთდროულად ოთხ ეროვნულ დღესასწაულს აერთიანებს და ამის გამო, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და სხვა სატრანსპორტო კვანძები განსაკუთრებით დატვირთულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი