ისრაელის არმიამ დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა

გამოქვეყნდა:

ისრაელის სამხედრო ძალებმა დამასკოში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო დარტყმები განახორციელეს, მას შემდეგ, რაც სირიის დედაქალაქის სამხრეთით შეტაკებები მოხდა, რომელშიც ისლამისტური დაჯგუფებები, უსაფრთხოების ძალები და დრუზი-მებრძოლები მონაწილეობდნენ.

„ეს სირიის რეჟიმისთვის ნათელი სიგნალია. ჩვენ არ დავუშვებთ დამასკოს სამხრეთით ჯარების გაგზავნას ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას“, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ისრაელის მედია აქვეყნებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ გამანადგურებლებმა დაბომბეს „სასახლის მიმდებარე ტერიტორია“, რომელიც სირიის ახალი ლიდერის, აჰმედ ალ-შარაას რეზიდენციაა.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ დარტყმები გაფრთხილების მიზნით იყო განხორციელებული და პირობა დადო, რომ უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს, თუ დრუზებზე თავდასხმები გაგრძელდება.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, უსაფრთხოების ძალები წესრიგის აღსადგენად იყვნენ განლაგებულნი და არ მონაწილეობდნენ შეტაკებებში, რომელთა შედეგადაც 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი