სასამართლომ 72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული 36 წლის კაცი დამნაშავედ ცნო და 14 წლით პატიმრობა განუსაზღვრა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ 72 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებული 36 წლის კაცი ერთხმად დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

"ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა  სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ  ბრალდებულმა  მეზობლად მცხოვრებ დაზარალებულს  2024 წლის 20 აგვისტოს  დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად  გაიზიარეს პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები,  რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მკვლელობა 20 აგვისტოს მოხდა. ასაკოვან ქალს სასიკვდილო ჭრილობები მეზობლის სახლში მიაყენეს. მეზობელმა, რომელიც დასასვენებლად იყო წასული, მას სახლი მოსავლელად დაუტოვა. დილის საათებში კი იქ შესულ ქალს სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შეპარული ახალგაზრდა დახვდა, რომელმაც 72 წლის ქალი ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი