აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებზე კიბერშეტევა რუსმა ჰაკერებმა განახორცელეს | მილი მეჯლისის კომისია

გამოქვეყნდა:

2025 წლის 20 თებერვალს აზერბაიჯანულ მედიასაშუალებებზე კიბერშეტევა რუსეთიდან იყო ორგანიზებული.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ამის შესახებ მილი მეჯლისის გარე ჩარევისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომისიის თავმჯდომარემ, რამიდ ნამაზოვმა, "აზერბაიჯანულ მედია-რესურსებზე კიბერშეტევების" თემაზე საჯარო დისკუსიების დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმა მაღალ ტექნიკურ დონეზე განახორციელა კიბერჯაშუშურმა  ჯგუფმა APT29  (“Cozy Bear”, ცნობილი როგორც "Midnight Blizzard" და “The Dukes”). რომელიც რუსულ სტრუქტურებთან არის დაკავშირებული. ჯგუფი სპეციალიზებულია მაღალი დონის კიბეროპერაციებში, მათ შორის სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური მისიების, ენერგეტიკის სექტორის, თავდაცვისა და მედიის წინააღმდეგ.

„ეს სინანულს იწვევს, -  განაცხადა ნამაზოვმა და დასძინა, რომ ეს ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოკავშირეთა თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის დებულებებს, ასევე ორმხრივი ურთიერთობების სულისკვეთებას.

მან აღნიშნა, რომ კიბერ-ფსიქოლოგიური ანალიზის შედეგების საფუძველზე, თავდასხმის შესაძლო მიზეზიც დადგინდა. 

„მოტივი იყო 3 თებერვალს ჩვენს ქვეყანაში რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრის „რუსული სახლის“ ლიკვიდაცია, რომელიც არ იყო რეგისტრირებული იურიდიულ პირად და უხეშად არღვევდა კანონის მოთხოვნებს, ასევე საუბარი იყო "Russia Today"ის (Sputnik) წარმომადგენლობის აზერბაიჯანში შესაძლო ლიკვიდაციაზე. სწორედ ეს პროცესები გახდა პოლიტიკური ქვეტექსტით ამ კიბერჩარევის მიზეზი.“

შეგახსნებთ, 20 თებერვალს „გლობალური მედია ჯგუფის“ ონლაინ რესურსებზე მასშტაბური ჰაკერული შეტევა განხორციელდა. ამ მხრივ, აპრობლემები წარმოიშვა ვებსაიტების Report.az, Oxu.az, Media.az, Baku TV, Baku.ws და Caliber.az ფუნქციონირებაში. იყო სერვერებსა და საიტის პანელებში შეღწევის მცდელობები და ვებსაიტებზე  ხდებოდა იდენტური სურათების განთავსება,

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი