არგენტინისა და ჩილეს სანაპიროსთან 7.4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა | ჩილემ შესაძლო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა

გამოქვეყნდა:

არგენტინისა და ჩილეს სანაპიროსთან 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას მედია აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი 2 მაისს, დილის 09:00 საათზე არგენტინის ქალაქ უშუაიადან 218 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულების ან/და დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. 

აშშ-ის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა რეგიონში ცუნამის საფრთხე გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჩილეს ზოგიერთ სანაპიროზე შესაძლებელია დაახლოებით 3-დან 10 ფუტამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები. გარდა ამისა, ჩილეს მთავრობამ სამხრეთით მდებარე სანაპირო ქალაქებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი