Reuters: ევროპა, გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ ევროს გადასცემს დასავლელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსეთში ფული დაკარგეს

გამოქვეყნდა:

ევროპა, გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ ევროს გადასცემს დასავლელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსეთში ფული დაკარგეს. ინფორმაციას Reuters-ი 3 წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს თანხა გამოყენებული იქნება დასავლელი ინვესტორებისთვის კომპენსაციის გადასახდელად - მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ბოლო თვეებში რუსეთში ინვესტორების შენახული მილიარდობით ფულის კონფისკაცია მოახდინა.

Reuters-ის ცნობით, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა სანქციების რეჟიმი შეცვალა, რამაც დასავლელი ინვესტორებისთვის მსგავს ვითარებაში თანხების გადახდის საშუალება მისცა. მანამდე, გაყინული რუსული აქტივებიდან პროცენტი უკრაინის მხარდასაჭერად იყო მიმართული.

ადრე, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მოთხოვნებს "ქურდობა" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი