შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი ადგილზევე დააკავეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ინციდენტის ადგილას შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს და ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია.

დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი