სალონიკში აფეთქების შედეგად ქალი დაიღუპა | არსებული ინფორმაციით, ის ასაფეთქებლის ბანკომატში ჩამონტაჟებას ცდილობდა

გამოქვეყნდა:

შაბათს დილით, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სალონიკში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა. ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცავების განცხადებით მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ვერსიით, ქალს ასაფეთქებელი მოქყობილობა აუფეთქდა, რომლის დამონტაჟებასაც ბანკომატში ცდილობდა.

„როგორც ჩანს, მას ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და ბანკის ბანკომატში მისი ჩადებას გეგმავდა, რაღაც არასწორად წარიმართა და მის ხელში აფეთქდა“, - განუცხადა პოლიციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს..

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი