თბილისში, ნოდარ ბოხუას ქუჩაზე, საპროტესტო აქცია იმართება. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, სადაც დღეს ასეულობით მოსამართლე უნდა შეიკრიბოს პოლიტპატიმრების მშობლები არიან შეკრებილი და სასამართლო სექტორის რეჟიმთან თანამშრომლობას აპროტესტებენ.
"მონა!" - ამ შეძახილების ფონზე უწევთ მოსამართლეებს, აქციის მონაწილეებს შორის გავლა. რამდენიმე მათგანი ადგილზე ავტომობილით უკვე მივიდა.
აქციის მონაწილეებს რეჟიმთან მოთანამშრომლე, დასანქცირებული მოსამართლეების ბანერები აქვთ თან.