"მოსამართლეთა ოჯახის წევრების სანქცირება ყველანაირ ზღვარს სცდება" | მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი

გამოქვეყნდა:

"სანქციები უსაფუძვლოა, სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, გარკვეული წრეებისთვის, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან ვიღაცას არ მოსწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, აქედან გამომდინარე მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება."

ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომელსაც სამოქალაქო სექტორი მოსამართლეთა კლანის წევრად მიიჩნევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი