"ვინაიდან მიმაჩნია, რომ რეალურად მართლა გული კი არ შესტკივათ, რომ თქვათ ვასანქცირებთ ლევან მურუსიძეს იმის გამო, რომ თურმე ის კორუმპირებულია და ქართველი ხალხი შეწუხებულო არის ლევან მურუსიძის კორუფციით. ხომ არავის არ სჯერა, რომ ეს რეალობაა.
რეაგირებაც აღარ მაქვს უკვე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მშვიდად და წყნარად ვარ, ვინაიდან ვიცი, რომ რეალური მიზეზი ის კი არ არის, რომ მართლა კორუფცია აინტერესებთ. რეალური მიზეზი არის, რომ სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდება აინტერესებთ. რატომ აინტერესებთ, რომ თავიანთი გლობალური პოლიტიკაა - უკრაინა - რუსეთის ომი არის, საქართველო მეზობელი არის რეგიონში. მთელი რაღაც რიგი პროცესებია. ზოგს ეს ხელისუფლება უნდა, ვიღაცა მოვიდეს ქვეყანაში, ამისთვის სჭირდებათ სასამართლო, რომ არჩევნები გაბათილდეს როგორც მოუნდებათ. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია და აქედან გამომდინარე, რადგან მიმაჩნია რომ აქ საუბარი არ არსი, არც კორუფციაზე და არის პოლიტიკური მოტივები, ამას ძალიან მშვიდად ვუყურებ. სანქციები, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს დღევანდელი დღითაც ჩანს, რომ ამდენი მოსამართლე შეიკრიბა. რაც უფრო ზეწოლა იქნება სასამართლო სისტემაზე, უფრო მედგრად იდგება სასამართლო კორპუსი"
ამბობს სანქცირებული ლევან მურუსიძე.