აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მოვლისა და პერსონალის წვრთნებისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა.
აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებით, პაკეტი F-16-ების მოდიფიკაციასა და განახლებას, პერსონალის მომზადებას, გამანადგურებლების მოვლას, სათადარიგო ნაწილებს, აღჭურვილობას, გასაიდუმლოებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მხარდაჭერასა და კვლევებს ითვალისწინებს.