მიწვევის მიუხედავად, ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა. ოფიციალურ მიზეზად პაკისტანთან მიმდინარე დაძაბულობა სახელდება.
აღლუმს არ დაესწრება არც ინდოეთის თავდაცვის მინისტრი რაჯნატ სინგჰი, რომელიც მოსკოვში პრემიერის ნაცვლად უნდა ჩასულიყო. მედიის ინფორმაციით, ინდოეთს ამ დღეს სავარაუდოდ, თავდაცვის სახელმწიფო მინისტრი სანჯაი სეთი წარმოადგენს.