რუსულმა დრონებმა გასულ ღამეს კიევს შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, თავდასხმას დედაქალაქის სამ რაიონში: ობოლონსკში, სვიატოშინსკიში და შევჩენკოვოში, ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. დაშავებულია სულ 11 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვია.
თავდასხმის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები და მრავალსართულიანი კორპუსები, დაიწვა მანქანები.