უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ცოტა ხნის წინ გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის მე-6 მოტომსროლელი დივიზიის სამეთაურო პუნქტს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ბახმუტის რაიონში - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, დარტყმის შედეგად, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების პოკროვის მიმართულებით კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მტრის დანაკარგების შესახებ მონაცემები კი ზუსტდება.