რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

გამოქვეყნდა:

რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობს. უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის გამო გააუქმა. რუმინეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს გამარჯვება არ იყო ბუნებრივი შედეგი და მას სახელმწიფო აქტორის მიერ კოორდინირებული სოციალური მედიის კამპანია ხელოვნურად დაეხმარა გამარჯვებაში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი