პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ახალგაზრდული საზოგადოებრივი ჯგუფების გაფართოებული შეხვედრა პაატა ბურჭულაძის ინიციატივით გაიმართა. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და ცვლილებებამდე მისვლა - ეს იყო შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება. მომდევნო შეკრება კი ხუთშაბათისთვისაა დაგეგმილი.