BBC: ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ თელავივის ბენ გურიონის აეროპორტზე თავდასხმის გამო ჰუთებზე შურს იძიებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ თელავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდასხმის გამო ჰუთებზე შურს იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

"ჩვენ წარსულში თავს დავესხით, მომავალშიც შევუტევთ" - განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუ რეაგირების განსახილველად, დღეს, მინისტრებთან და თავდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

ასევე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განცხადებაში აღნიშნა - "ყველას, ვინც ჩვენ დაგვესხმება, ჩვენ შვიდჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ".

შეგახსენებთ, რომ ჰუთების ბალისტიკური რაკეტა თელავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, კიდევ ორი ​​დაშავდა თავშესაფრისკენ მიმავალ გზაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი