სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს თავს დაესხნენ

გამოქვეყნდა:

სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერს, ოზგურ ოზელს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

ტელევიზიით გადაღებული კადრების მიხედვით, ოზგურ ოზელი ქალაქის ცენტრში მდებარე ათათურქის კულტურის ცენტრიდან გამოდიოდა, როდესაც მას კაცი მიუახლოვდა და სახეში ხელი დაარტყა.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის 66 წლის კაცია, რომელმაც 2004 წელს ორი შვილი მოკლა და 2020 წელს ვადამდე გაათავისუფლეს.

თავდამსხმელის თქმით, ის ოზგურ ოზელზე გაბრაზებული იყო იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ის ქუჩაში გამოსვლასა და პროტესტში ჩართულობას მოუწოდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი