მოსკოვში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა | ჩამოინგრა შენობის ნაწილი

გამოქვეყნდა:

მოსკოვში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში აფეთქება მოხდა. შედეგად, ჩამოინგრა შენობის სახურავი და რამდენიმე სართული, შემთხვევის ადგილას რვა ადამიანია ჩარჩენილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ წუთებში ხანძარი კორპუსის მე-9 სართულზე მდებარე ორ ბინაშია.

წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი