ტრამპმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა: "ჩვენ აღარ შევეგუებით სერიულ დამნაშავეებს"

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა ალკატრასის ციხის ხელახლა გახსნის ბრძანება გასცა - ალკატრასის კვლავ გახსნა გახდება კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო - ამბობს ტრამპი, რომელმაც შესაბამის უწყებებს უკვე მისცა დავალება:

"აღადგინეთ და გახსენით ალკატრასი! დიდი ხნის განმავლობაში ამერიკას აწუხებდა სასტიკი, ძალადობრივი და განმეორებითი კრიმინალური დამნაშავეები, საზოგადოების ნარჩენები, რომლებსაც არასდროს არაფერი მოჰქონდათ უბედურებისა და ტანჯვის გარდა.... ჩვენ აღარ შევეგუებით ამ სერიულ დამნაშავეებს, რომლებიც ჩვენს ქუჩებში სიბინძურეს, სისხლისღვრასა და ქაოსს ავრცელებენ. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვაძლევ მითითებას სასჯელაღსრულების ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტთან, FBI-თან და უსაფრთხოებასთან ერთად, ხელახლა გახსნან მნიშვნელოვნად გაფართოებული და აღდგენილი ალკატრასი, რათა ამერიკის ყველაზე დაუნდობელი დამნაშავეები განათავსონ იქ. 

ალკატრასის ხელახლა გახსნა კანონის, წესრიგისა და სამართლიანობის სიმბოლო იქნება. ჩვენ ამერიკას ისევ დიდებულს გავხდით!" წერს ტრამპი. 

ალკატრასის ციხე 1934-დან 1963 წლამდე ფუნქციონირებდა და აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სასჯელაღსრულების დაწესებულებად ითვლებოდა, სადაც ყველაზე საშიშ დამნაშავეებს ანთავსებდნენ, მათ შორის იყო ალ კაპონე.  ალკატრასის ფედერალურ ციხე 1963 წელს დაიხურა და ამჟამად სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი