ნაცემი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

ნაცემი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

46 წლის იოსებ გორგაძე კლინიკა "ვივა მედში" გლდანის მე-8 დაწესებულებიდან, მძიმე დაზიანებებით იანვარში გადაიყვანეს. ამ დროის განმავლობაში ის კომაში იმყოფებოდა და გასულ ღამეს დაიღუპა.

ადვოკატის თქმით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი