"მოუთმენლად ველი ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად" | ტრამპი

გამოქვეყნდა:

"ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. [ვისაუბრეთ] მრავალ თემაზე, მათ შორის რუსეთ/უკრაინის ომზე, სირიასთან, ღაზასთან დაკავშირებულ საკითხებზე და სხვა. პრეზიდენტმა თურქეთში მიმიწვია, ასევე ის ჩამოვა ვაშინგტონში. პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ მან ხელი შეუწყო პასტორ ენდრიუ ბრანსონის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას - ჩემი თხოვნისთანავე. ნებისმიერ შემთხვევაში, მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად - ახლავე!" 

- წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი