
ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარის,მირდატ ქამადაძის გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხი სამსახურში ვეღარ დადის.
„ტრანსპორტი კი არ უნდა აეკრძალათ, პირიქით უნდა დაემატებინათ, რათა დისტანცია ყოფილიყო დაცული.“ - ამბობს მირდატ ქამადაძე.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ აჭარაში რთული ეპიდვითარების გამო, აკრძალვები აუცილებლობაა.
აჭარაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე აკრძალვა 26 სექტემბრიდან ამოქმედდა.