კონსერვატორმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში კანცლერობისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბუნდესტაგში გამართულ კენჭისყრაზე მერცმა 310 ხმა მიიღო, თუმცა თანამდებობის დასაკავებლად მას 316 ხმა სჭირდებოდა.
საკონსტიტუციო წესების თანახმად, ბუნდესტაგს ახლა 14-დღიანი ვადა აქვს, რათა მერცი ან სხვა კანდიდატი კანცლერად აირჩიოს. გერმანიის კონსტიტუციის მიხედვით, არ არსებობს შეზღუდვა ხმების რაოდენობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღწევა, კანდიდატი შეიძლება უმრავლესობის გარეშეც აირჩიონ. ჯერ უცნობია როდის შედგება შემდეგი კენჭისყრა.