კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას რუსული მედია სოფლის გამგებელზე, ვასილი ხუდიაკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხუდიაკოვი ამბობს, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ადგილზე "გართულებულ ვითარებას" უკავშირდება. მისივე თქმით, ევაკუაციის პროცესში სამხედრო დანაყოფი - "ბარსი" მონაწილეობს.

ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დრონებით თავდასხმები გახშირდა. მათივე მტკიცებით, თავდასხმებს მსხვერპლიც მოჰყვა.

გლუშკოვო მდებარეობს უკრაინული სუმის საზღვრიდან 5 კილომეტრში.

ამავე თემაზე: 

რუსული წყაროები, კურსკის ოლქში უკრაინის ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი