საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ის ოთხშაბათს, პარიზში, სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი შეხვედრის დროს მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას „თავისუფალი, სტაბილური და სუვერენული სირიის მშენებლობის მიმართ, რომელიც პატივს სცემს სირიის საზოგადოების ყველა კომპონენტს“.
აჰმედ ალ-შარაამ თებერვალში მიიღო მოწვევა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისგან, რომ უახლოეს კვირებში საფრანგეთს სწვეოდა.