თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ. ოქროს ბირჟა 2 კვირით დაიკეტა. შესაბამისი გადაწყვეტილება დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა მიიღო. მისი თქმით, ცენტრალში მომუშავე 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათ სხვა თანამშრომელბთან შეხება არ ჰქონიათ, თუმცა პრევენციის მიზნით დროებით "ოქროს ბირჟის" დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ყიფიანმა აღნიშნა, რომ ხუთივე ინფიცირებული მკურნალობას საავადმყოფოში გადის, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადავიდნენ, რადგან სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულაც მოხდეს რეაგირება.
ცნობისთვის, დღეს, 5 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.