რუსული ტელეგრამ არხები უკრაინის ომში მონაწილე ფსკოვის დივიზიის მეთაურის სიკვდილის შესახებ წერენ

გამოქვეყნდა:

სხვადასხვა Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული საბრძოლო დანაყოფის, საჰაერო-სადესანტო ძალების 76-ე გვარდიული საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე დივიზიის , იგივე ფსკოვის დივიზიის მეთაური, პოლკოვნიკი აბდულაზიზ შიხაბიდოვი მოკვდა. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა, მედიის ინფორმაციით, პოლკოვნიკი მოსკოვის ერთ-ერთ სასაფლაოზე უკვე დაკრძალეს. დაზუსტებით არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაში დაიღუპა შიხაბიდოვი. 

დაღესტნელი შიხაბიდოვი მიმდინარე წლის მარტში დაინიშნა დივიზიის მეთაურად და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა.

მედიის ცნობითვე, დაღესტნის სკოლებმა შიხაბიდოვის მემორიალური კუთხეები გახსნეს და მის ხსოვნას უკვე სხვადასხვა ღონისძიებებიც მიუძღვნეს. 

ფსკოვის დივიზიის სამხედროები უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში 2014 წლიდან მონაწილეობდნენ. ხოლო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბუჩას მასიურ მკვლელობებშიც მონაწილეობდნენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი