"მე თვითონ ვითხოვ თანამდებობიდან გათავისუფლებას" | რამზან კადიროვი

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი  იმედს გამოთქვამს, რომ მის მოთხოვნას თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხარს დაუჭერენ. რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პოსტიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე მან საინფორმაციო სააგენტოს "ჩეჩნეთის დღეს" ჟურნალისტთან ისაუბრა.

"მეც გავიგე ეს ჭორები. ბევრნაირ რამეს წერენ. პირიქით, მე თვითონ ვითხოვ თანამდებობიდან გათავისუფლებას. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს მოთხოვნას მხარს დაუჭერენ," - განაცხადა კადიროვმა.

რამზან კადიროვმა, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს, როდესაც ვინმეზე გაბრაზებულია.მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრული რჩევა ვლადიმირ პუტინმა მისცა.

"ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა რჩევა მომცა: როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ, ამ ფიქრით უნდა დაწვე დასაძინებლად. ბრაზი გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება. მე ასე ვაკეთებ და ყველაფერი მშვიდადაა." - აღნიშნა კადიროვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი