გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა

გამოქვეყნდა:

გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა.

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახდა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანალენა ბერბოკს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენელი იოჰან ვადეპული შეცვლის.

მედიის ცნობით, ვადეპული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე. ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეცაა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი დარჩება. ის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის კაბინეტის ერთადერთი წევრია, რომელიც ახალ მთავრობაშიც მოხვდა.

გერმანიის შს მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი გახდება „ქრისტიანული სოციალური კავშირიდან", რომელიც ამ თანამდებობაზე ნენსი ფეზერს ჩაანაცვლებს.

ეკონომიკის მინისტრი კატერინ რაიხე იქნება „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცი დაამტკიცა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი