AFP: საფრანგეთის ხელისუფლებამ, უკრაინისა და ევროპის საწინააღმდეგო 80-მდე რუსული გავლენის დეზინფორმაციული ოპერაცია გამოავლინა

გამოქვეყნდა:

AFP-ის ცნობით, უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ მებრძოლმა ფრანგულმა სააგენტო Viginum-მა, 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის დასაწყისამდე, დაახლოებით 80 დეზინფორმაციული ოპერაცია გამოავლინა, რომელიც  რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა და უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

ანგარიშში გამოყოფილია „შტორმი 1516“ დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანიც საფრანგეთში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა იყო -  განუცხადა სააგენტოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ „ყველა ფხიზლად უნდა იყოს უცხოური ციფრული ჩარევის წინაშე".

AFP-ის ციტირებით, Viginum-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ „შტორმი 1516“-ის მეთოდები „განსაკუთრებით დახვეწილი, ადაპტირებადი და ეფექტურია ანტიუკრაინული და ანტიდასავლური ნარატივების დასავლურ აუდიტორიაში გავრცელების კუთხით“.

აპრილის ბოლოს, Le Monde-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთის ციფრული გავლენის ოპერაციების საჯაროდ გამოაშკარავება. მათ 2017 წელს ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბ-ბინაზე ჰაკერული თავდასხმა და 2015 წელს TV5 Monde-ის ვებსაიტზე კიბერშეტევა ГРУ-ს დანაყოფებს მიაწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი