უკრაინული დრონების საფრთხის გამო, მოსკოვში "ჟუკოვსკის" აეროპორტი დღე მესამედ დაიხურა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ოლქის ჟუკოვსკის აეროპორტი ერთ დღეში უკვე მესამედ დაიხურა.  „როსავიაციამ“  შეზღუდვები მოსკოვის დროით 21:19 საათზე დააწესა, იქამდე კი სამშაბათს, დღის განმავლობაში ფრენებზე შეზღუდვები ორჯერ დაწესდა.

მიზეზი უკრაინული დრონებია, რომლებიც მოსკოვის მიმართულებით გაუშვეს. ტელეგრამ არხებზე მათი ტრაექტორიის რუკებიც ვრცელდება. ცოტა ხნის წინ კი, რუსეთის დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 5 დრონი ჩამოაგდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი