აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
როგორც რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას აგრძელებს.
"ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას. ვიმეორებ პრეზიდენტის დღევანდელ კომენტარს, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას მშვიდობიანი მოგვარების მიზნით", - წერს რუბიო X-ზე.
მანამდე, საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის გამოეხმაურა.
"უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება", - თქვა ტრამპმა.