ოფიციალური ისლამაბადის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინდოეთის თავდასხმის შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 46 კი დაიჭრა.
მსხვერპლზე ინდური მხარეც საუბრობს და აცხადებს, რომ იერიშის შედეგად 10 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 48 დაშავდა. ამ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
მანამდე დელი აცხადებდა, რომ პაკისტანსა და პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში 9 ობიექტზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, ხოლო პაკისტანი ამბობს, რომ 5 ინდური გამანადგურებელი ჩამოაგდო. ინდოეთი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.