გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. უწყების ცნობით, წერეთელი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა და დეპარტამენტს ამ დროისთვის ახალი ხელმძღვანელი არ ჰყავს. მოვალეობას მოადგილე ასრულებს.
გიორგი წერეთელი უწყებაში 2021 წელს დაინიშნა. მანამდე, 2018 წლის აპრილიდან კი იგი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
შეგახსენებთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ორად გაიყო. რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატად კობახიძემ თავდაპირველად სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაასახელა, თუმცა ორ დღეში გაირკვა, რომ შეუთანხმებლობის გამო ლილუაშვილი ამ პოსტს აღარ დაიკავებდა. საბოლოოდ, ამ თანამდებობაზე თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი დაინიშნა.